- შეჯიბრი ბაკურიანში Ski Cross-ში გაიმართება
- შეჯიბრის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გასაჯაროვდება
- საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს უფლებას რომ შეიტანოს ცვლილება ნებისმიერ დროს
AUDI FIS SKI CROSS WORLD CUP-ი ბაკურიანში 2021 წლის 5, 6 და 7 თებერვალს გაიმართება.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების კომპანიის და FIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით, ბაკურიანში ქალების, კაცების და შერეულ წყვილებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება!
შეჯიბრი “დიდველზე” ახალ აშენებული საბაგიროს მიმდებარედ გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ახალი გზა ეწყობა. ჩემპიონატი FIS (მსოფლიოს სათხილამურო ფედერაცია) წესებითა და რეგულაციებით დაცვით ჩატარდება. აღსანიშნავია რომ ღონისძიებისათვის შემუშავებულ იქნება COVID-19-ს სპეციალური პროტოკოლი..
გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა FIS -ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, 20 სექტემბერს. ქართველი კოლეგების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა, საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო.

ვიზიტის დროს ასევე შეთანხმდა ბევრი ახალი დეტალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომელიც ბაკურიანში 2023 წელს გაიმართება. საქართველოს მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, თავისუფალი სტილის კომიტეტის დირექტორი ლევან მეტრეველი, ლუკა ელოშვილი, გურამ ვაშაყმაძე და ასევე მთის კურორტების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგაციას კროსში მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორები უვე ბეიერი და კლაუს ვალდნერი უძღვოდნენ. დელეგაციის წევრებს შორის ასევე იყვნენ დირექტორების ასისტენტები ალბერტო სკიავონი და კრისტიან კრეტიერი. საშეჯიბრო გზის დიზაინერები ნიკოლას ვაუდროზი და თომას ჯირალდო ასევე საერთაშორისო ექსპერტები დევიდ სერატო და არიგო ბინი.
Audi FIS Ski Cross World Cup Bakuriani (GEO) 2021 ჩემპიონატის წინასწარი პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია.