fbpx
გუდაურიმოგზაურობასაინტერესო

გუდაურში საბაგიროების მშენებლობაზე გათვალისწინებული თანხა 92 მილიონამდე გაიზარდა

1 Mins read

გუდაურში საბაგიროების რეკონსტრუქციასა და მშენებლობისთვის გათვალისწინებული 75 მილიონიანი დაფინანსება 92 მილიონამდე გაიზარდა, ამასთან “მთის კურორტების განვითარების კომპანია” შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას ითხოვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკითხს უკვე სწავლობს. გამარტივებული შესყიდვის მოტივად სახელმწიფოებრივი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება სახელდება. კერძოდ პროექტი 2018 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და სეზონის დაწყებამდე დასრულდეს, კლიმატური პირობების გამო კი სატენდერო პროცედურების ჩატარებას შემსყიდველი შეუძლებლად მიიჩნევს.

აღნიშნული თანხები საბაგიროების “სოლიკოსა” და “პირველის” დემონტაჟსა და სხვა ადგილზე გადატანას, “კუდების” საბაგიროს რეკონსტრუქციას, დამატებით სამი ახალი საბაგიროს მშენებლობას, საბაგიროების გამშვები სისტემების შეძენას და ახალი საბაგიროების ელექტრომომარაგების სისტემის შესყიდვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გათვალისინებულია სასრიალო გზების გათოვლიანების მეორე ფაზის განხორციელებაც, რომელიც “სოლიკოსა” და “სნოუპარკის” სასრიალო გზებს მოიცავს.

წყარო:bm.ge

Related posts
საინტერესო

FIS Ski Cross World Cup ბაკურიანში თებერვლის ბოლოს გაიმართება

1 Mins read
2021 წელს სკი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში გაიმართება. ეტაპს საქართველო 26, 27 და 28 თებერვალს უმასპინძლებს. 28 თებერვლის შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან…
საინტერესო

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს!

1 Mins read
პრეს-რელიზი დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025…
საინტერესო

ზამთრის კურორტები 2021 წლის 31 იანვრამდე არ გაიხსნება!

1 Mins read
საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში…
სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.

კომენტარის დატოვება