ოჯახების საყვარელი ოთხსეზონიანი კურორტი რომელიც ტყისა და ალპური ზონის იდეალური სიმბიოზია.

კურორტზე “კუკუშკით” მოხვედრა ერთერთი დიდი თავგადასავალია

ბაკურიანი ცნობილი ქართული სამთო სათხილამურო კურორტია, რომელშიც ბევრი ცნობილი ქართველი სპორცმენია დაბადებული.

ბაკურიანი ბორჯომთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების აპლიკანტი ქალაქი იყო.

ბაკურიანი ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავისუფალ სტილში თხილამურსა და სნოუბორდში 2023-წელს. ჩემპიონატისთვის კურორტზე აქტიურად მიდის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ბაკურიანი სპორტ სკოლების საყვარელი ადგილია, ქვეყნის მომავალ თაობას ზამთრის სპორტის სახეობებთან შეხება სწორედ ბაკურიანში აქვთ.

კობა წაქაძე, იასონ აბრამიშვილი და ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანიდან არიან.

კურორტს გარშემორტყმული აქვს 3 სასრიალო არეალი: კოხტა – მიტარბი; დიდველი და ტატრა.

კოხტა – მიტარბის სასრიალო არეალი სრიალის მოყვარულთათვის ერთერთი საყვარელი ადგილია ბაკურიანში. კოხტა – მიტარბის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმრო “რუმს კოხტა” საუკეთესო ski in / ski out გამოცდილებას ქმნის კურორტზე.

დიდველი დამწყები მოთხილამურეებისათვის და ბორდის მოყვარულებისთვი კარგი ადგილია. განიერი სასრიალო გზები, შედარებით ნაკლებად დახრილი ფერდობები. ამ სასრიალო გზებზე მოხვედრა გონდოლის ტიპის საბაგიროთი არის შესაძლებელი.

კურორტის დეტალები

კურორტის სიმაღლე: 1 700 მეტრი ზღვის დონიდან
უმაღლესი წერტილი: დიდველი 2 702 მეტრი ზღვის დონიდან

საბაგირო გზა: 9 ღია ტიპის,
1 გონდოლა და 1 ფუნიკულორი, 6 ბიგელი, ტობოგანი


ოჯახური აქტივობა

ყინულის მოედანი, კინოთეატრი, მარხილებით გასეირნება, თოვლმავლების ტური

სასრიალო გზა: 23

სასრიალო გზების რაოდენობა სირთულეების მიხედვით:
● 8 მწვანე ● 10 ლურჯი ● 8 წითელი
● 5 შავი


სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.