ახალი კურორტი დიდი მომავალით

გოდერძის კურორტი მდებარეობს მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.

გოდერძი განვითარებადი კურორტია, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს სასტუმროების აქტიური მშენებლობა და ასევე კურორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.

გოდერძის კურორტი სტუმრებს 2014 წლიდან ღებულობს. კურორტზე არის შედარებით მცირე სასტუმროები და კოტეჯები რომელიც დასვენებას უფრო მყურდორს ხდის.

კურორტი უხვი თოვლით გამოირჩევა.
გოდერძი სკიტურის და ფრირაიდის მოყვარულებისათვის ერთერთ ყველაზე საინტერესო კურორტია.

გოდერძიზე მოხვედრის რამოდენიმა გზა არსებობს. ძირითადი გზა ბათუმიდან არის ხულოს მიმართულებით, ხოლო თბილისიდან ახალციხის მიმართულებით. ახალციხიდან მოხვედრა ზამთარში მხოლოდ კესბორერის მეშვეობით არის შესაძლებელი.


კურორტი ძირითადად ალპური ზონაშია და ტყე უფრო დაბალ სიმაღლეებზე გვხვდება. სასრიალო გზების გასწვრივ უხვ თოვლში ჩაფლულ ზაფხულის სახლებს ნახავთ.

კურორტის გეგმაზომიერად განვითარების შემთხვევაში, გოდერძის უღელტეხილს აქვს პოტენციალი იყოს საქართველოს ერთერთი ყველაზე უხვ ნალექიან კურორტად.

კურორორტი აქტიურად ანვითარებს CatSkiing- მიმართულებას.

კურორტზე ასევე ოპერირებს კერძო ჰელისკი კომპანია, რომელიც SkiGeorgia-ს დახმარებით 2013 წელს შემოვიდა. კომპანიას აქტიურად ჩამოყავს გერმანელი და ევროპელი სტუმრები, რომლებსაც ექსკლუზიურ სათხილამურო თავგადასავალს სთავაზობს.

კურორტითან ახლოს ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ მწვანე ტბას რომელიც ზამთარში განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

კურორტის დეტალები

კურორტის სიმაღლე: 2000 მეტრი ზღვის დონიდან
უმაღლესი წერტილი: ჭანჭახი 2 364 მეტრი ზღვის დონიდან

საბაგირო გზა: 1 ღია ტიპის,
1 გონდოლა, 1 ბიგელი



სასრიალო გზა: 4

სასრიალო გზების რაოდენობა სირთულეების მიხედვით:
● 1 მწვანე ● 2 ლურჯი ● 1 წითელი


სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.