გუდაური ალპური ტიპის დასახლებაა და ვიქენდზე სასრიალოდ საუკეთესო მიმართულებაა

გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კმ მანძილზე არის განლაგებული.

გუდაური ცნობილია ფართე სასრიალო ტრასებით და პანორამული ხედებით.

საძელე კურორტის ყველაზე მაღალი საბაგიროა, რომლის ზედა სადგური ზღვის დონიდან 3 276 – მეტრზეა. საბაგიროს ამ სადგურიდან იშლება ხედი ყაზბეგზე.

კუდები რომელიც კურორტის დამსვენებლების ერთერთი ყველაზე საყვარელი სასრიალო გზა არის, ასევე კურორტის ერთერთ მაღალ წერტილს წარმოადგენს.

გუდაური – კობის ახალი საბაგირო ხაზი, სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ის ემსახურება როგორც კურორტის დამსვენებლებს, ასევე ჩაკეტილი გზის პირობებში ხალხის ტრანსპორტირებაში.

გუდაური განვითარებადი კურორტია, აქედან გამომდინარე კურორტზე ყოველ წელს ბევრ სხვადასხვა სიახლეს შეხვდებით.


მთაზე არსებული რესტორნები და ბარები საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა დამღლელი სასრიალო დღის ბოლოს.

კურორტის დეტალები

კურორტის სიმაღლე: 2 200 მეტრი ზღვის დონიდან
უმაღლესი წერტილი: საძელე 3 276 მეტრი ზღვის დონიდან

საბაგირო გზა: 7 ღია ტიპის,
4 გონდოლა და 4 ბიგელი



სასრიალო გზის რაოდენობა: 25
სასრიალო გზების ჯამი: 50 ≈ კმ

სასრიალო გზების რაოდენობა სირთულეების მიხედვით:
● 5 მწვანე ● 9 ლურჯი ● 6 წითელი
● 5 შავი


სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.