საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი გამორჩეული ხედებითა და კულტურით

მესტია საქართველოს სამთო სათხილამურო რუქაზე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან კურორტს წარმოადგენს.

სვანეთი ცნობილია მდიდარი კულტურითა და გასტრონომიით, რომელიც თქვენს დასვენებას განსაკუთრებით საინტერესოს გახდის.

მესტიის სათხილამურო კურორტი გარშემორტყმულია სვანური კოშკებითა და ტყის მასივებით.

კურორტზე ყოველწლიურად უხვი ნალექი მოდის რომელიც საშუალებას იძლევა ზამთრის სეზონის გაგრძელების გვიან გაზაფხულამდე.

კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია ზუგდიდის მატარებლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თვითმფრინავით, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში.

მესტიაში საკმაოდ კარგი განთავსების და კვები ობიექტებია.

კურორტიდან შესაძლებელია მოხვედრა ორ სასრიალო არეალზე: ჰაწვალზე და თეთნულდზე.

ჰაწვალის სასრიალო არეალი დამწყები და მოყვარული მოთხილამურეებისათვის იდეალური ადგილია.

წიწვოვან ტყნეში გაყვანილი სასრიალო გზიდან 360 გრადუსიანი ხედები იშლება ერთდროულად: თეთნულდზე, უშბაზე და ლაჰილის მწვერვალზე.

კურორტი ასევე საინტერესოა ფრირაიდის და დამწყები სკიტურის მოყვარულთათვის.

თეთნულდის სასრიალო არეალი მესტიიდან 24 კმ-ით არის დაშორებული. თუ საკუთარი მანქანით არ ხართ, თეთნულდზე მოხვედრას მესტიის ცენტრიდან შეძლებთ ან თქვენს განთავსების ადგილას შეგიძლიათ რომ იკითხოთ.

თეთნულდის სასრიალო გზები განიერი და სასიამოვნოა სასრიალოა. აქ ძირითადად თავს იყრიან მოყვარული და პროფესიონალი მოთხილამურეები.

თეთნულდის მწვერვალის ქვეშ განთავსებულ სასრიალო გზებზე იშლება პანორამული ხედები უშბაზე და დიდი კავკასიონის სხვადასხვა პიკებზე.

ფრირაიდის მხრივ თეთნულდი ევროპელი მოსრიალეებისათვის საყვარელი ადგილია.
აღსანიშნავია დღის ბოლო დაშვება თეთნულდიდან სოფელ ჟაბეშამდე.

2013 წლიდან SkiGeorgia-ს ხელშეწყობით მესტიაში კერძო ჰელისკის კომპანია ოპერირებს.

ზამთრის მესტია ერთი დიდი მიზიდულობის ცენტრია უცხოელი პროფესიონალი და მოყვარული სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.

მესტიაში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ სვანეთის მუზეუმს, დაათვალიერეთ მესტია მუზეუმის სახურავიდან. ასევე ეწვიეთ ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ მუზეუმს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სვანური კოშკის დალაშქვრაც.

კურორტის დეტალები


კურორტის სიმაღლე: 1 500 მეტრი ზღვის დონიდან

საბაგიროს უმაღლესი წერტილი: თეთნულდი 3 160 მეტრი ზღვის დონიდან

თეთნულდის საბაგირო გზა:
4 ღია ტიპის, 1 ბიგელი

თეთნულდის სასრიალო გზა: 9

სასრიალო გზების რაოდენობა სირთულეების მიხედვით:
● 1 მწვანე ● 2 ლურჯი
● 5 წითელი ● 1 შავი


საბაგიროს უმაღლესი წერტილი:
ზურულდი 2 348 მეტრი ზღვის დონიდან

ჰაწვალის საბაგირო გზა:
2 ღია ტიპის, 2 ბიგელი

ჰაწვალის სასრიალო გზა: 5

სასრიალო გზების რაოდენობა სირთულეების მიხედვით:
● 1 მწვანე ● 1 ლურჯი
● 1 წითელი ● 2 შავი

სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.