fbpx
გუდაური

მამუკა ბახტაძე – გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი

1 Mins read

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში ზამთრის სეზონი გახსნა. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება.

„ყველას გილოცავთ გუდაურში ახალი სეზონის გახსნას. გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგირო გზიდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ კობი-გუდაური-სტეფანწმინდა ჩვენ ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც ყველას გვაწუხებდა წინა წლებში“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამასთან ერთად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

„უკვე თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტიც. იცით, რომ გუდაურში უკვე დავიწყეთ და დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად მუშაობდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: InterPressNews

Related posts
გუდაურისაინტერესო

ზვავების მართვის სისტემების მონტაჟი გუდაურში

1 Mins read
ბოლო წლებია საქართველოს მთის კურორტებზე უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა. ამ მიმართულებით ბევრი სიახლე იყო დაწყებული მოთხილამურე პატრულებიდან დამთავრებული ზვავსაწინააღმდეგო სისტემებამდე. მთის…
გუდაურისაინტერესოსპორტი

გუდაურში პირველად ევროპის თასის ეტაპი გაიმართა

1 Mins read
პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის  ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში…
გუდაურისაინტერესო

სამთო სათხილამურო ტურნირი - "დიმას თასი" 2019

1 Mins read
დიმა თოფურიძე (1947-2016) – საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი და გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ვეტერანი. თავად მოთხილამურე-არქიტექტორი, მეგობრებთან და კოლეგებთან…
სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.

კომენტარის დატოვება