fbpx
გუდაური

ყაზბეგისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო

1 Mins read

ყაზბეგისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტს “მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაკვეთით კომპანია “ფერი” ახორციელებს.

შედეგად, კობი-გუდაურის მონაკვეთზე 7,5 კმ-იანი საბაგირო მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც კობიდან გუდაურში მოხვედრა მაქსიმუმ 15 წუთის მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.

კომპანია “ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მანამდე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. ლაშა იორდანშვილი ამბობს, რომ საბაგიროს გახსნა მომავალი სეზონისთვის სურთ, თუმცა, ეს გარკვეულწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

კონტრაქტის ღირებულება 27 მილიონ 876 ათასი ევროა.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ შეიქმნება ერთიანი სათხილამურო სივრცე, რაც მთის კურორტებზე ტურისტების რიცხვს გააორმაგებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიცავს გუდაური-კობის საბაგირო გზის მოწყობას: 9, 10, 11-ს პროექტირებას, მოწოდებასა და მონტაჟს.

Related posts
გუდაურისაინტერესო

ზვავების მართვის სისტემების მონტაჟი გუდაურში

1 Mins read
ბოლო წლებია საქართველოს მთის კურორტებზე უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა. ამ მიმართულებით ბევრი სიახლე იყო დაწყებული მოთხილამურე პატრულებიდან დამთავრებული ზვავსაწინააღმდეგო სისტემებამდე. მთის…
გუდაურისაინტერესოსპორტი

გუდაურში პირველად ევროპის თასის ეტაპი გაიმართა

1 Mins read
პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის  ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში…
გუდაურისაინტერესო

სამთო სათხილამურო ტურნირი - "დიმას თასი" 2019

1 Mins read
დიმა თოფურიძე (1947-2016) – საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი და გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ვეტერანი. თავად მოთხილამურე-არქიტექტორი, მეგობრებთან და კოლეგებთან…
სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.

კომენტარის დატოვება