fbpx
გუდაურისაინტერესო

15 წუთი ყაზბეგიდან გუდაურამდე – ახალი საბაგირო 29 დეკემბერს გაიხსნება

1 Mins read

29 დეკემბერს დამოუკიდბელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო კუთხით უპრეცედენტო, კობი-გუდაურის საბაგირო გზა გაიხსნება – ამის შეახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, „საქმის კურსში“ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ უნიკალური ნაგებობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, კლიმატური და სხვა რთული პირობების გათვალისწინებით კი ვადებიც მრავლისმეტყველია. 

გიორგი შენგელიას თქმით, გარდა იმისა რომ საბაგირო გზას სათხილამურო კურორტის განვითარების დატვირთვა ექნება, მას სატრანსპორტო ფუნქციაც გააჩნია და კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს საბაგირო გზით ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლის საშუალება ექნება. ინფორმაციისთვის, კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება, მისი სიგრძე 7,5 კილომეტრია. საბაგირო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 81 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე
ტექსტი: BM.GE

Related posts
საინტერესო

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს!

1 Mins read
პრეს-რელიზი დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025…
საინტერესო

ზამთრის კურორტები 2021 წლის 31 იანვრამდე არ გაიხსნება!

1 Mins read
საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში…
საინტერესო

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება - რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ

1 Mins read
წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.

კომენტარის დატოვება