fbpx
საინტერესო

ევროპის ზოგიერთი კურორტი COVID-19 გამო იხურება

1 Mins read

ევროპაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება და შესაბამისად დამატებითი შეზღუდვები წესდება, განსაკუთრებით დიდ დარტყმას კვლავ ტურიზმის სექტორი იღებს საკუთარ თავზე.

ახლახანს გახსნილი ფრანგული კურორტები Tignes და Les 2 Alpes ახალი შეზღუდვების გამო დაიხურნენ. შეზღუდვა მოქმედებს 1 დეკემბრამდე, ამ ვადის გასვლის შემდეგ კურორტები ოფიციალური პირებისგან დაელოდებიან მითითებებს.

გერმანულმა კურორტმა Zugspitze-მა ასევე გადადო თავისი გახსნა რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი.

ავსტრიის კურორტები უკვე ერთი თვეა რაც ოპერირებენ, რაც ადრეულ შემოდგომაზე მოსული კარგი თოვლის დამსახურებაა. კურორტებზე სრიალი ნებადართულია მხოლოდ პროფესიონალი ჯგუფებისთვის.

ლოქდაუნის ტიპის შეზღუდვები ევროპაში ერთი თვე გაგრძელდება რაც კურორტებს და ტურიზმის სექტორს აძლევს იმედს რომ დეკემბრის თვეში დაინციფირების რიცხვი იკლებს და ქვეყნები ნელ ნელა მოხსნიან სამოგზაურო შეზღუდვებს, რაც შაშუალებას მისცემთ კლავ გახსნან კარები სტუმრებისათვის.

მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები ჩატარდება

მაყურებლების გარეშე და ყველა COVID-19 რეგულაციების დაცვით ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები, მათ შორის ბაკურიანშიც 2021 წელს.

შვეიცარიის კურორტები მუშაობას არ აჩერებენ

გამკაცრებული რეგულაციებით, პირბადეებით და შემცირებული ხალხის რაოდენობით საბაგიროებზე, შვეიცარიის მაღალმთიანი კურორტები აგრძელებენ ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში იქამდე სანამ ამის საშუალება მიეცემათ.

Related posts
საინტერესო

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს!

1 Mins read
პრეს-რელიზი დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025…
საინტერესო

ზამთრის კურორტები 2021 წლის 31 იანვრამდე არ გაიხსნება!

1 Mins read
საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში…
საინტერესო

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება - რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ

1 Mins read
წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.

×
საინტერესო

გადაწყდა! ბაკურიანი 2021 წელს Ski Cross მსოფლიო თასის პირველი ეტაპს უმასპინძლებს!