fbpx
საინტერესო

ზამთრის ტურიზმი და COVID-19

1 Mins read

სრიალი უსაფრთხო და სოციალურად დისტანცირებული ზამთრის სპორტია, ბევრი სუფთა ჰაერით და განიერი სასრიალო გზებით. ზამთრის სეზონი გვიახლოვდება და მოლოდინიც მატულობს. შეგახსენებთ რომ კორონავირუსის გამო ზამთრის სეზონი 2020 წლის 16 მარტს შეჩერდა.

ზაფხულის სეზონზე მთის კურორტების კომპანიამ შეძლო ახალი რეგულაციებით სეზონის გახსნა, რომელიც ამ მოვლენების ფონზე მაინც წარმატებულად შედგა. ზაფხული და შემოდგომა ორმა კურორტმა გუდაურმა და ბაკურიანმა აქტიურად გამოიყენა ინფრასტრუქტურული სამუშაოების თვალსაზრისით.

ყველა თოვლის მოყვარულს აინტერესებს, შედგება თუ არა 2020/21 წლის ზამთრის სეზონი საქართველოში?


სანამ ამ კითხვაზე პასუხი გვექნება, საინტერესოა რა ხდება ამ კუთხით მსოფლიოს მასშტაბით და რა ზომები მიიღეს ქვეყნებმა და კურორტებმა ზამთრის ტურისტული სეზონის დასაწყებად.

ევროპის და ამერიკის კურორტები აქტიურად მუშაობენ COVID-19-ს პირობებში კურორტების მართვის უსაფრთო კონცეფციის შემუშავებაში.

შემუშავებული კონცეფციებს მსოფლიოს სხვადასხვა კურორტები აქტიურად გამოიყენებენ როგორც გზამკლევს.

იშგლში (ავსტრია) და ყველა წამყვან ევროპულ კურორტებზე, ანალოგიური წესებია – ყველა საინფორმაციო ნიშნებზე ემატება დამატებითი რეგულაციების მანიშნებლები რამოდენიმე ენაზე.

საბაგიროები

პირის და ცხვირის დაფარვა აუცილებელია ნებისმიერი ტიპის საბაგიროთი გადაადგილებისას, ზუსტად ისე როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში. პირბადე (FFP) სავალდებულოა სკიპასის რიგებში, საბაგიროების შესასვლელებსა და გამოსასველელებში, ასევე იგივე წესები მოქმედებს საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე, სკი დეპოებზე, მაღაზიებსა და სათხილამურო ავტობუსებში (რედ. კურორტის შიდა ტრანსპორტი)

კურორტის სკიპას საჩუქრად მოყვება ბაფი (FFP) რომელიც უზრუნველყოფს მოთხილამურეების დაცვას კორონავირუსისგან.
FFP ტიპის პირბადე რომელიც სკიპას საჩუქრად მოყვება

დამატებით დღეში რამდენჯერმე კურორტი დეზინფექციას ჩაუტარებს საბაგიროებს, თერმული ნისლის აგრეგატით. დასუფთავდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სათხილამურო მაღაზიები/გასაქირავებელი ობიექტები, სკი დეპოები და ა.შ.

ხალხის ლიმიტირება სასრიალო გზებზე ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა კურორტი იტოვებს უფლებას, რომ მომავალში გაატაროს მსგავსი ღონისძიება, იმისათვის რომ აირიდოს თავშეყრები საბაგიროებთამ.

რა საკვირველია კურორტზე ყველგან არის განთავსებული სადენზიფექციო საშუალებები.

ღონისძიებები და Après-Ski

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველგან, გარდა მაგიდასთან ჯდომისას. რესტორნებმა შეამცირეს მაგიდების რაოდენობა და მაგიდებს შორის შექმნეს ბარიერები, იმისათვის რომ შეუძლებელი იყოს მაგიდიდან მაგიდასთან კონტაქტი. იმისათვის რომ ეს წესები მკაცრად იყოს გაკონტროლებული, იზღუდება ხალხის რაოდენობაც შენობებში. საჭმლის და სასმლის მენიუები ხელმისაწვდომი იქნება კურორტის აპლიკაციაში და ასევე აქტიურად იქნება დანერგილი TakeAway სერვისი.

იშგლი ცნობილია ბარებით, რესტორნებით და ღია ტიპის ღონისძიებებით. ამ მიმართულებით კურორტი ჯერ კიდევ მუშაობს რათა მონახოს გზები თუ როგორ ჩაატარონ გრანდიოზული სეზონის გახსნის ცერემონია. ჯერ ჯერობიტ უცნობია ბევრი სხვა შეჯიბრის, ფესტივალის და ღონისძიებების ბედი.

სიცხის გაზომვა და კორონა ტესტი

კურორტის თანამშრომლებს პერმანენტილად ჩაუტარდებათ ტესტი. იმ თანამშრომლებს რომლებსაც შეხება აქვთ კურორტის სტუმრებთან, სამსახურის დაწყებამდე ყოველდღიურად უნდა გაიარონ თერმო სკრინინგი და ასევე ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე (FFP).

სტუმრები რომლებიც ჩამოვლენ კურორტზე, გაივლიან ტერმო სკრინინგს მათ საცხოვრებელ ადგილას, ასევე სასურველია სტუმრებმა წარადგინონ ნეგატიური კორონავირუსის ტესტი (არაუგვიანეს 72 საათის წინ ჩატარებული). კურორტზე ასევე იქნება შესაძლებელი კორონავირუსის ტესტის გაკეთება.

კურორტი ასევე აპირებს მონიტორინგი გაუწიოს ჩამდინარე წყლებს და წყლის მომარაგების სისტემებს პრევენციის მიზნით.

კურორტის აპლიკაციაში დამატებულია კორონავირუსის ინფექციის შეტყობინების და კონტაქტთან ყოფნის შესაძლებლობა.

skiosk® Smart ‘Vending’ / SKIDATA

ამერიკული კურორტები ციფრული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებას აპირებენ


თვითმომსახურების კიოსკების და ინტერნეტით სკიპასების გაყიდვა ნომერ პირველი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია რომ ამერიკული კურორტები ითვალისწინებენ ყველა იმ პრაქტიკას რომელზედაც ევროპელები ასე აქტიურად მუშაობენ. იმისათვის რომ არ განვმეორდეთ, მოგიყვებით იმ რეგულაციების და სიახლეების შესახებ რომელიც რეალურად შეიძლება იყოს საინტერესო და ამავდროულად დაეხმაროს კორონავირუსის

შერჩევითი პრინციპზე, სხვადასხვა საბაგირო სადგურებზე დადგება დისტანციური თერმო სკრინინგის მოწყობილობები რომლებიც მოთხილამურეების ტემპერატურას გააკონტროლებს. (გათვალისწინებულია სკიპასის თანხის დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ პირის აღმოაჩნდა სიცხე ან გაციება)

კურორტები მოთხოვენ სტუმრებს რომ წინასწარ იქნას შეძენილი სკიპასები, საქირავებელი ინვეტარი და სრიალის სასწავლო კურსები, იმისათვის რომ ადგილზე ტრანზაქციების რაოდენობა და კონტაქტი შემცირდეს.

სადღესასწაულო და პიკური სეზონის დროს, შემცირებული იქნება ერთ დღიანი და ორდღიანი სკიპასების გაყიდვა, იმისათვის რომ სწორედ მოხდეს ნაკადების მართვა. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მოთხილამურეებს ვისაც სეზონური ბარათები აქვთ.

ზოგიერთი კურორტები ამკაცრებს პარკინგის კონტროლს, იმ შემთხვევაში თუ პარკინგზე ადგილს წინასწარ დაჯავშნით, შეძლებთ კურორტზე ერთი დღიანი აბონენტის შესყიდვას.

თხილამურის და სნოუბის სიგრძე სოციალური დისტანცირების საშუალებას იძლევა, საბაგიროზე ჯდომა საშუალოდ 7-8 წუთი გრძელდება, ღია ტიპის საბაგიროზე კურორტის თანამშრომლები არ აიძულებენ ხალხს, დაჯდნენ საბაგიროზე იმ ხალხთან ერთად ვისაც ისინი არ იცნობენ. გონდოლის ტიპის საბაგიროებზე, ერთ გონდოლაში 2 კაცის დაშვება იქნება შესაძლებელი, სავალდებულოა გონდოლაში ფანჯრები იყოს ღია.

ქვედა დონის საბაგიროები უფრო ადრე დაიწყებენ ოპერირებას, იმისათვის რომ მოხდეს ნაკადების სწორი მართვა.

ლიმიტირებული იქნება სრიალის მოყვარულთა ჯგუფებში ხალხის რაოდენობა. სწავლების დაწყებამდე ყველამ ინსტრუქტორის ჩათვლით უნდა გაიაროს ტემპერატურის კონტროლი.

რჩევები კურორტის ვიზიტორთათვის

• წინასწარ შეამოწმეთ კურორტის მიერ დადგენილი COVID-19 ინსტრუქციები.
• შეეცადოთ ეწვიოთ კურორტებს შუა კვირის დღეებში. მოერიდეთ კურორტეგბის. ვიზიტს საჯარო დღესასწაულებსა და ახალი წლის დღეებში.
• შეეცადეთ შეარჩიოთ Ski In / Ski Out სასტუმროები.
• გამოიყენეთ საკუთარი მანქანა თხილამურის ფეხსაცმელის და სხვა აღჭურვილობის ჩაცმის დროს.
• შეეცადეთ რომ გქონდეთ ერთზე მეტი სახის ნიღაბი.


საქართველოს მთის კურორტების კომპანიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია ინფორმცია იმის შესახებ თუ როგორ ჩაივლის მომავალი ზამთრის სეზონი.

წყარო: AARP; Snow-Online

Related posts
საინტერესო

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს!

1 Mins read
პრეს-რელიზი დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025…
საინტერესო

ზამთრის კურორტები 2021 წლის 31 იანვრამდე არ გაიხსნება!

1 Mins read
საქართველოს მთავრობის მობილობის შემცირების ახალი სცენარის მიხედვით, ზამთრის კურორტების გახსნა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაიდო. COVID-19-ის გამო ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და სვანეთში…
საინტერესო

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება - რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ

1 Mins read
წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
სიახლეების გამოწერა

ყველაფერი ზამთრის შესახებ თქვენს საფოსტო ყუთში.

×
გუდაურისაინტერესო

ზვავების მართვის სისტემების მონტაჟი გუდაურში